• სასწავლო კურსი
და ...

    არქიქადის (ARCHICAD 21) კურსი

    ArchiCAD - ის გამოყენებით თქვენ გაგეხსნებათ არქიტექტურული პროექტირების უპირატესობა 3D სივრცეში. არქიტექტურული პროცესის ღრმა ცოდნაზე დაყრდობით, შენობის ინფორმაციული მოდელი ArchiCAD -ში მთლიანად ქმნის რეალური შენობის შექმნის იმიტაციას.

    ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტისას: ეს იქნება ქალაქის დაგეგმარება თუ რთული კონსტრუქციები, ArchiCAD -ის სპეციალური ინსტრუმენტები ყოველთვის ხელმისაწვდომია და უბრალოა გამოყენებაში. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია შენობა-ნაგებობების ავტომატიზირებული პროექტირებისათვის და აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ პროდუქტად თავის კონკურენტ პროგრამებს შორის. მას იყენებს მსოფლიო მასშტაბით უამრავი ინჟინერი და არქიტექტორი საინჟინრო ანალიზის დარგში.

    არქიქადის კურსი განკუთვნილია დამწყები და უკვე მომქმედი დიზაინერებისთვის და არქიტექტორებისთვის, ვისაც სურვილი აქვს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს სამშენებლო არქიტექტურულ პროგრამებს.


    კურსით შეისწავლება:

    ✧ პროგრამის ინტერფეისის დაყენება; პროექტის პარამეტრების დაყენება; კლავიატურიდან „ცხელი კლავიშები“-ს დაყენება; ბადესთან მუშაობა. კედლების აგება და გამოსახვა; 3D ფანჯარაში მუშაობა. 3D ხედის პარამეტრების დაყენება.

    ✧ მოდელირება კოორდინატების მიხედვით; ღერძების ბადის აგება და რედაქტირება; ინსტრუმენტი „კედელი“ და მისი პარამეტრები; კოტეჯის ან სახლის პირველი სართულის მოდელირება; სამშენებლო მატერიალების რედაქტირება.

    ✧ ხაზის, წრის, პოლილაინის და სპლაინის ინსტრუმენტები; 2D ობიექტების ხაზვა; ინსტრუმენტი „ჯადოსნური ჯოხი“; გადაფარვის ინსტრუმენტი და მისი პარამეტრები; შენობის ან კოტეჯის გადაფარვის მოდელირება.

    ✧ ინსტრუმენტი „სვეტი“; ობიექტების გადატანა, მოტრიალება, სარკისებური არეკლვა, ტირაჟირება (გადამრავლება); ინსტრუმენტი „ფანჯარა“ და მისი პარამეტრები; ინსტრუმენტი „კარები“ და მისი პარამეტრები; ფანჯრების და კარებების მოდელირება.

    ✧ ჭრილის და ფასადის ინსტრუმენტები; „ობიექტი“ ინსტრუმენტი. ბიბლიოთეკა. არქიქადის ობიექტები; გეგმაში ავეჯის განთავსება; შუქის წყაროების განთავსება; ბიბლიოთეკების მენეჯერი. დამატებითი ობიექტების და ბიბლიოთეკების ჩატვირთვა.

    ✧ პროექტის არქივის შენახვა; სართულებთნ მუშაობა. ელემენტების კოპირება; მეორე სართულის მოდელირება;. ფონის და ბმულის პანელი. ობიექტების ჯგუფის მონიშვნა; ინსტრუმენტი კიბე. კიბის მოდელირება.

    ✧ ინსტრუმენტი „სახურავი“. მისი პარამეტრები და რედაქტირება; სხვადასხვა ფორმის სახურავების მოდელირება; სახურავის კედლების მოდელირება; ნავესების მოდელირება; „გარსი“ ინსტრუმენტი. ანგარული და კუპოლის ფორმის სახურავების შექმნა; ცოკოლის მოდელირება.

    ✧ „3D ბადე (ზედაპირი)“ ინსტრუმენტი. მიწის მოდელირება; გარშემო ტერიტორიის მოდელირება; ფენებთან მუშაობა; 3D ჭრილები და კვეთები. 3D ფანჯრის ფილტრები; არქიქადის ვიზუალიზაციის საფუძვლები.

    ✧ არქიქადის მატერიალების შექმნის ძირითადი საფუძვლები; ოთახის მოწყობა. ინტერიერის ვიზუალიზაციის საფუძვლები; გამოტანის ხაზები: ზომების, რადიუსების, კუთხეების, გამოტანების, დონეების ინსტრუმენტები; ტექსტის ინსტრუმენტი; 3D დოკუმენტის შექმნა.

    ✧ ნახაზის ამობეჭდვის პარამეტრები. ნახაზის pdf ფორმატში შენახვა; საკუთარი ძირითადი მაკეტების შექმნა; საკუთარი ნახაზების დაჯგუფების შექმნა; პროექტის ყველა პროექტის ერთ pdf-ში შენახვა; ინსტრუმენტი „დეტალი“.

    ✧ ინსტრუმენტი „ზონა“. შენობის ზონირება; პრაქტიკული სავარჯიშოები ნასწავლი მასალის განსამტკიცებლად.

    მოსწავლეთა ნამუშევრები ArchiCAD-ში:


     

    Archicad-ის კურსის გრაფიკი
    კურსის ხანგრძლივობა (სთ-ებში):24 სთ (16 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)
    გრაფიკი (დღეები, საათები):კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით
    ანგარიშსწორება:50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე
    კურსის დაწყების დრო
    (ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ):
    ინდივიდუალურად - შეთანხმებით;
    ჯგუფში - შევსებისთანვე
    ჯგუფში ჩაწერილი მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი: ინდივიდუალური:340 ლ;
    2 მოსწ. - 290 ლ;
    3 მოსწ. - 240 ლ;
    4 მოსწ. - 200 ლ
    ფასდაკლება: ფასდაკლება მოქმედებს თქვენს მიერ მოყვანილის იგივე ჯგუფში ჩაწერისას და თითოეულ მოყვანილზე შეადგენს 10 %-ტს თქვენთვის

    « დაბრუნება »

    სხვადასხვა