საოფისე კურსი 2016 (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Internet, Email)
სტანდარტული კურსი

საოფისე კურსის გავლა სჭირდებათ მათ, ვინც ეს - ესაა დაიწყო კომპიუტერის გამოყენება ან სჭირდება სამსახურში, სადაც კომპიუტერის შესაბამისი პროგრამების ცოდნას მოითხოვენ, ან შეიძინა კომპიუტერი და მისი ზოგადად გამოყენება ესაჭიროება.

სტანდარტული კურსის გავლისას გეცოდინებათ ტექსტებთან მუშობა, ცხრილების შექმნა და რედაქტირება, სურათების ჩასმა და რედაქტირება, გრაფიკული ობიექტების გამოყენება, ფურცლის პარამეტრების ცვლა, ამობეჭდვა. ასევე დიაგრამების შექმნა ექსელში, ფორმულებთან მუშაობის პრინციპები, ბაზის შექმნა, ფილტრაცია, გამოყენება. ინტერნეტში ინფორმაციის მუშობა და ფოსტის შექმნა-გამოყენება.

სრული კურსის შემთხვევაში უფრო სრულად ხდება თეორიის გავლა და მეტი პრაქტიკული სამუშაოები სრულდება. ასევე დამატებულია პროგრამა PowerPoint-ი, სადაც ისწავლით სლაიდების და პრეზენტაციების შექმნას და მათ ანიმირებას.

Windows 10 _ის დანიშნულება და მისი გამოყენების სფერო; მომხმარებლის კომპიუტერის შესახებ ინფორმაციის მიღება; ვინდოუსის ფანჯრის ელემენტები; ფანჯრის ზომების და ადგილმდებარეობის ცვლა; ნავიგაციის ღილაკები; მენიუს ბრძანებები; მენიუს გახსნა და დახურვა; ფანჯრებს შორის გადართვა; სამუშაო მაგიდა; მენიუ "სტარტ"_ი; დოკუმენტის გახსნა, რომელთანაც ბოლო ხანს მუშაობდით; მენიუ "სტარტ"_ის დაყენებები; საათის პარამეტრების ცვლა; სამუშაო მაგიდის გაფორმება და თემების არჩევა; სამუშაო მაგიდაზე იკონების დასმა; ეკრანის პარამეტრების დაყენება; საქაღალდის შექმნა, სახელის დარქმევა და შეცვლა; გზა ფაილამდე; ფაილების და საქაღალდეების გრაფიკული გამოსახვა; კონტექსტური მენიუ; დისკზე ინფორმაციის ძებნა; ფაილის გასახსნელად პროგრამის არჩევა; ფაილის მონიშვნა, გადაადგილება, კოპირება, წაშლა; წაშლილი ფაილის ან საქაღალდის აღდგენა; ვინდუსის სტანდარტული პროგრამების: ბლოკნოტის, კალკულატორის, მედია ფლეიერის ზოგადი მიმოხილვა.

პროგრამა Word _ის გამოყენების სფერო, მისი გაშვება; ფანჯრის ელემენტები; დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმები; მასშტაბის ცვლა; დოკუმენტის შექმნა; ტექსტის აკრეფვა და აბზაცებად დაყოფა; ჩასმის და შეცვლის რეჟიმები; შეცდომების შესწორება დოკუმენტში (რედაქტირება); შრიფტის ფერის, ზომის, მოხაზულობის ცვლა; მოქმედებების გაუქმება; მონიშვნები; გაცვლის ბუფერი; კოპირება და გადაადგილება; ძებნა რაიმესი და მისი შეცვლა დოკუმენტში; ფორმატირება; გრამატიკული შეცდომების შესწორება; სინოიმების ძებნა; სიმბოლოების ჩასმა; ცხრილების შექმნა და რედაქტირება; სვეტების და სტრიქონების ჩამატება - ფორმატირება; სურათის ჩასმა; სურათის ფორმატირება; სიების შექმნა და მათი ფორმატირება; სტილები და მათი გამოყენება; ფურცლის გაყოფა; ნუმერირება; კოლონტიტულები; ფურცლის ორიენტაციის და პარამეტრების ცვლა; ბეჭდვის პარამეტრები და ამობეჭდვის წინ დოკუმენტის წინასწარი დათვალიერება.

პროგრამა Excel _ის დანიშნულება; მისი გაშვება და ფანჯრის ელემენტები; ფურცლები და დავთრები (წიგნები); ფურცლების ჩამატება, სახელის შეცვლა, კოპირება ან გადაადგილება სხვა დავთარში; ფურცლის მაშტაბირება; ფანჯრის დაყოფა სხვადასხვა არეებად; დავთრებს შორის გადაადგილება; დოკუმენტის შექმნა; უჯრაში მონაცემების შეტანა; ტექსტის და რიცხვების შეტანა; რიცხვების გამოსახვის ფორმატები; დროის და თარიღის ჩასმა; გამეორებადი ჩანაწერის ავტომატიზაცია; მონაცემების შესწორება; უჯრის, სვეტის, სტრიქონის, ფურცლის, დავთრის მონიშვნები; უჯრის შემადგენლობის კოპირება ან გადაადგილება; უჯრების ან დიაპაზონის კოპირება და გადაადგილება; პროგრესიის შექმნა; უჯრების, სვეტების და სტრიქონების ჩასმა; სპეციალური ჩასმა ან წაშლა; სახელის დანიშვნა უჯრისთვის ან დიაპაზონისთვის; მონაცემების ძებნა და შეცვლა; სიმბოლოების შეცვლა; უჯრების ფორმატირება; ინფორმაციის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გასწორება უჯრაში; უჯრისთვის საზღვრების გაკეთება და მათი ფორმატირება, ზომების ცვლა; ფორმატის კოპირება; სტილების გამოყენება; უჯრის, ფურცლის, ან დავთრის დაცვა; დაცვის მოხსნა; ფორმულების გამოყენება; ფორმულის შეტანა უჯრაში; აბსოლუტური და ფარდობითი მისამართები; შეკრების სხვადასხვა გზები; დროსთან და თარიღთან სამუშაო ფუნქციები; ავტოკორექცია ფორმულების შეტანისას; ფორმულის კოპირება; გამოთვლებში შეცდომების აღმოჩენა და შესწორება; უჯრების დაფიქსირება, რომლებიც გამოთვლებში ღებულობენ მონაწილეობას; სხვადასხვა ტიპის დიაგრამების აგება; დიაგრამისთვის უჯრის, სათაურის, საკოორდინატო ღერძების სახელების, რიცხვითი მნიშვნელობების გამოსახვა; დიაგრამების რედაქტირება და ფორმატირება; რიცხვებზე დაყრდნობით დიაგრამის შექმნა; მონაცემთა ბაზის შექმნა; მოცემული პირობებით მონაცემთა ძებნა; ფილტრები; მონაცემთა კონსოლიდაცია; ფურცლის პარამეტრების დაყენება; ამოსაბეჭდი დიაპაზონის არჩევა; თითოეულ ფურცელზე ერთიდაიგივე სვეტების და სტრიქონების ამობეჭდვა; ამობეჭდვის წინ დათვალიერება და ბეჭდვის პარამეტრების დაყენება.

ბროუზერის გაშვება დ მისი ფანჯრის მიმოხილვა; ინსტრუმენტების პანელი; მდგომარეობის ზოლი; საწყისი გვერდი; ვებ გვერდების დათვალიერება; მისამართის აკრეფვა; ნანახი გვერდის შენახვა; ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა; ისტორიის პანელი; ინფორმაციის ძებნა საძიებელი სისტემების დახმარებით; ეკრანული შრიფტის და კოდირების არჩევა; სასურველი ტექსტის, მუსიკის, სურათის ან ვიდეოს გადმოწერა.

ფოსტის რეგისტრაცია საკუთარი მისამართის შექმნისათვის; მიღებული წერილების დათვალიერება და პასუხის გაგზავნა; ახალი წერილის შექმნა; არსებული წერილების წაშლა ამორჩევით; წერილის შენახვა; ფაილის მიბმა წერილზე და გადაგზავნა.

პრინტერის დანიშნულება და ზოგადი მიმოხილვა; ამობეჭდვის პროცესი თეორიულად.

 

საოფისე კურსის გრაფიკისტანდარტული კურსი სრული კურსი
კურსის ხანგრძლივობა (სთ-ებში):12 სთ (8 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)21 სთ (14 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)
გრაფიკი (დღეები, საათები):კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით
ანგარიშსწორება:50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე
კურსის დაწყების დრო
(ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ):
ინდივიდუალურად - შეთანხმებით;
ჯგუფში - შევსებისთანვე
ჯგუფში ჩაწერილი მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი: ინდივიდუალური:110 ლ;
2 მოსწ. - 90 ლ;
3 მოსწ. - 75 ლ;
4 მოსწ. - 65 ლ
ინდივიდუალური:180 ლ;
2 მოსწ. - 140 ლ;
3 მოსწ. - 110 ლ;
4 მოსწ. - 100 ლ
ფასდაკლება: ფასდაკლება მოქმედებს თქვენს მიერ მოყვანილის იგივე ჯგუფში ჩაწერისას და თითოეულ მოყვანილზე შეადგენს 10 %-ტს თქვენთვის

« დაბრუნება »

სხვადასხვა